четверг, 28 сентября 2017 г.

                                        დმანისი - პირველი ევრაზიელის სამშობლო



1.    პროექტის სახელწოდება :    ,, დმანისი - პირველი ევრაზიელის სამშობლო"


2.   პროექტის აქტუალობა:     მოსწავლეებმა არ იციან დმანისის აღმოჩენის შესახებ,რომ ზეზვა და მზია ევრაზიაში  აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია.აქვეა ნაპოვნი ოცდაათამდე სახეობის ცხოველის უამრავი ძვალი,მათ შორის ,არის ხმალკბილა ვეფხვების ძვლები,რომლებიც დაახლოებით 1,5 - 2 მლნ. წლის წინათ ყველგან გადაშენდნენ.არ იციან აგრეთვე  ,,ჰომოგეორგიკუსი"-ტერმინი,რომელიც დმანისელ ადამიანს ეწოდა.

3.  პროექტის მიზანი:    მოსწავლეები გაიგებენ  და შეიმეცნებენ ინფორმაციას დმანისის აღმოჩენის შესახებ,შეისწავლიან უძველეს ჰომინიდებს,იმსჯელებენ დმანისში აღმოჩენილი არქაული ცხოველების არსებობაზე,განსაზღვრავენ რა მიმართულებით ვრცელდებოდნენ თანამედროვე ადამიანები,დაახარისხებენ ადამიანის ევოლუციური განვითარების ეტაპებს,იმსჯელებენ დმანისის აღმოჩენის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.

4 .მონაწილეთა ასაკი  :     12 წელი .   მე -7 კლასი

5.ვადები/ხანგრძლივობა14 დღე


6.მოსალოდნელი შედეგები: - კედლის გაზეთი, სლაიდების დამზადება,ნახატები, საინფორმაციო ბროშურების და ვიდეოკლიპის დამზადება, ინტერვიუ ისტორიკოსთან,ვიზიტი გორის სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში,სადაც მოსწავლეები დაათვალიერებენ მუზეუმში გამოფენილ პრეისტორიულ ძეგლებს, ექსკურსია დმანისში...

7. პროექტისთვის საჭირო რესურსი  კომპიუტერი,პროექტორი,ფოტოაპარატი,მობილური ტელეფონი,მარკერი,ფერადი ფანქრები,გუაშები,ფორმატი, ფერადი ფურცლები,ფერადი ფანქრები,ფლიფჩარტის ქაღალდი.
https://www.youtube.com/watch?v=LljGwPey6qY

https://www.youtube.com/watch?v=vmPg_ZPVoUY&t=13s

https://www.youtube.com/watch?v=o30L_OZw8Bg


8. პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით დაიყოფიან ჯგუფებად;
ჯგუფები აირჩევენ ლიდერებს და ერთმანეთში გაინაწილებენ ფუნქცია-მოვალეობებს.
1 . ჯგუფი:  -  იმუშავებს კედლის გაზეთის შექმნაზე;
2 . ჯგუფი:  -  მოაწყობს კინოჩვენებას და გამართავს დისკუსიას
3 . ჯგუფი:  -  დაამაზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და გაავრცელებს დაინტერესებულ პირებში.
4 . ჯგუფი :  - მოაწყობს შეხვედრას ისტორიკოსთან და ჩაწერს მასთან ინტერვიუს.
5 . ჯგუფი :  - იმუშავებს საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft Office PowerPoint 2010-ში და მოამზადებს პრეზენტაციას.


9.ე.სგ. კავშირი
               სტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს   ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

                    ისტ.VII.5. მოსწავლეს შეუძლია  ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

                    ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და  ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის  სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.
                   
შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:

         ·            რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითად  მოვლენებზე; 
  ·          აკვირდება არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ (სახელმძღვანელოში მოცემულ ან ინტერნეტით მოძიებულ) მასალას და პასუხობს შეკითხვას – რა საქმიანობას ეწეოდა ხალხი, რომელსაც ეს ნივთები (სამოსახლო) ეკუთვნოდა;
 ·    განსაზღვრავს დასახლების ტიპებს და მსჯელობს კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე. მსჯელობს სხავდასხვა გარემოში მოსახლეობის განსახლების კულტურულ და სამეურნეო თავისებურებებზე;
 ·       კლასში ჯგუფური მუშაობისას ფოტოსურათების ან ვიდეომასალის  საშუალებით ადარებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში არსებულ ორ სამოსახლოს და ადგენს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას (მასალა, არქიტექტურა).


10. პროექტის ხელმძღვანელი:       -                          ხატია მშვიდობაძე


11.ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა    -     khatiamshvidobadze1985@gmail.com





   დმანისი                                            ზეზვა და მზია


                           











                                 

Комментариев нет:

Отправить комментарий